пятница, 3 апреля 2015 г.

ტრენინგის შეჯამება

ტრენინგზე მიღებული ცოდნა უაღრესად მნიშვნელოვანია , რადგან ისტ-ის გამოყენება ნებისმიერ საგნობრივ ჯგუფსა და საფეხურზეა შესაძლებელი. მიღებული ცოდნის საშუალებით შესაძლებელია  ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვა, სასწავლო პრეზენტაციების მომზადება, აუდიო-ვიდეო საშუალებების გამოყენება სასწავლო პროცესში. 

Sefasebis rubrika


დაბალი
საშუალო
მაღალი
ჯგუფთან ადაპტირება
ბუნდოვნად აყალიბებს რა უნდა და რისი გაკეთება შეუძლია
გააზრებული აქვს თავისი ფუნქცია. ახერხებს ჯგუფის წევრებთან შეთანხმებას
ზედმიწევნით აქვს გააზრებული თავისი ფუნქცია და უპრობლემოდ უთანხმდება ჯგუფის წევრებს
საკუთარი ფუნქციის შესრულება
წარმოდგენა აქვს თავისი ფუნქციის შესახებ, მაგრამ პრაქტიკულად ვერ ახორციელებს
ასრულებს თავის ფუნქციას ნაწილობრივ
ასრულებს თავის ფუნქციას სრულყოფილად
სწრაფვა ლიდერობისაკენ
ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები სამუშაო შეასრულოს არ აინტერესებს ჯგუფის სხვა წევრების საქმიანობა
ინტერესდება ჯგუფის სხვა წევრების საქმიანობითაც, ცდილობს წარმართოს რაციონალურად
რაციონალურად წარმართავს ჯგუფის საქმიანობას შეუძლია დარწმუნება კონკრეტული საკითხის განხილვისას

prezentacia

среда, 1 апреля 2015 г.

პროექტის სათაური
საოცარი მოგზაურობა
პროექტის მთავარი იდეა
მსოფლიო ქვეყნების გაცნობა
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეს შეუძლია რესურსების ორგანიზება, ცოდნის მობილიზება, საკუთარი იდეების ჩამოყალიბება და პოზიციების გამოკვეთა, სწორი გადაწყვეტილების მიღება.
პროექტის მიზნები
მსოფლიო ქვეყნების ადგილმდებარეობის და ღირშესანიშნაობების აღწერა ინგლისურ ენაზე, ზეპირმეტყველების განვითარება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
მონაწილეთა ასაკი
13-14
ვადები/ხანგრძლივობა
3-4 თვე
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეებს შეუძლიათ გაიუმჯობესონ კვლევა-ძიების, ინფორმაციის კომპიუტერში მოძიების და დამუშავების უნარი. მათ შეუძლიათ საუბარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებზე, შეუძლიათ სწორი არჩევანის გაკეთება თუ რომელ ქვეყანაში ისურვებდნენ მოგზაურობას.  
პროექტისთვის საჭირო რესურსები
სახელმძღვანელო, ინტერნეტი, ენციკლოპედია, რუკა.
პროექტის მსვლელობა
1. მოსწავლეებს ეძლევათ დავალება ჯგუფებში სამუშაოდ. მათ უნდა მოიძიონ ინფორმაცია ქვეყნების ან ქალაქების შესახებ, სადაც წარმოიდგენენ საოცარ მოგზაურობას. მოსწავლეებმა უნდა აღწერონ რეალური ადგილები. ქვეყნის ან ქალაქის ადგილმდებარეობა (რუკაზე ჩვენებით), მისი ღირშესანიშნაობები, კლიმატი, ტრანსპორტის სახეობა მოგზაურობის დროს, რა ნახეს რა მოეწონათ და რატომ. ერთ ჯგუფს შეუძლია დაახასიათოს ერთი ან მეტი ადგილი. 2. ჯგუფები ერთმანეთს უსვამენ შეკითხვას თუ  რომელი ქვეყანა აირჩიეს და რატომ. მოპოვებულ ინფორმაციას ადარებენ ერთმანეთს. 3. მოსწავლეები წარადგენენ პრეზენტაციებს. 4. ქმნიან ფოტო-ალბომს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ–თან კავშირი:
გეოგრაფია
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
ლელა გიორგობიანი
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:
giorgobiani1976@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი
http://giorgobiani1976.blogspot.com/

gakvetilis gegma inglisur enashi

გაკვეთილის თემა
Look!  The sea!
სწავლების საფეხური
დაწყებითი
მოსწავლეთა პროფილი
3
მიზანი
ლექსიკური მარაგის გამდიდრება. კითხვის, მოსმენის და მეტყველების უნარ-ჩვევის განვითარება
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა
მოსწავლეები ეცნობიან ზღვის ბინადრებს. შეძლებენ მათ დასახელებას ინგლისურ ენაზე
ესეგ მისაღწევი შედეგები
ლექსიკური მარაგის გამდიდრება
კავშირი საგნებთან
ბუნება  ზღვის ბინადარნი
წინარე ცოდნა
მოსწავლეები იხსენებენ უკვე შესწავლილი ცხოველების სახელებს
რესურსები
PB  92-93      poster  9      flashcards 106-110.   CD  2  tracks 23, 24
კომპიუტერი, პროექტორი , დაფა
გაკვეთილის მსვლელობა
მისალმება , დავალების შემოწმება  5წთ.
1.Warming up  აქტივობა. ბავშვები ასახელებენ უკვე შესწავლილი ცხოველების სახელებს და წერენ დაფაზე შესაბამისი სურათების გვერდით. 5წთ. მასწავლებელი მოსწავლეების ყურადღებას იქცევს სახელმძღვანელოში მოცემული სურათისაკენ. What is happening to the balloon?      
2.მასწავლებელი ბავშვებს აჩვენებს ახალ სიტყვებთან დაკავშირებულ სურათებს კომპიუტერში. ბავშვები ჩაიწერენ ახალ სიტყვებს ლექსიკონში ქართული განმარტებით, შემდეგ იმეორებენს სიტყვებს. 7წთ.
3.მასწავლებელი დიალოგს ასმენინებს ბავშვებს, მეორედ მოსმენისას ბავშვები იმეორებენ ფრაზებს პაუზის შემდეგ და თარგმნიან. რამდენიმე ბვშვი კითხულობს დიალოგს როლებში. 20წთ.   
4.ხდება გაკვეთილის შეჯამება,საშინაო დავალების მიცემა 5-7წთ.
შეფასება
განმავით: კომენტარი
ჩემი დღევანდელი განწყობილება ამინდის შესაბამისია

пятница, 27 марта 2015 г.




დღეს დავრეგისტრირდი ბლოგზე. აქ შევიტან ჩემს საგანთან დაკავშირებულ ყველა სიახლეს, სხვადასხვა სასწავლო მასალას, ინფორმაციას პრეზენტაციების, პროექტების და ღონისძიებების შესახებ.